ბოკუჩავა: ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილება ნაკარნახევია ივანიშვილის პარანოიული შიშით

“გუშინდელი ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არის სრული სამართლებრივი ნონსენსი, უსამართლობა და უკანონობა, ნაკარნახევია ივანიშვილის პარანოიული შიშით პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, რომელიც არის მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

თინა ბოკუჩავას განცხადებით – “გუშინდელი ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არის სრული სამართლებრივი ნონსენსი, უსამართლობა და უკანონობა, ნაკარნახევია ივანიშვილის პარანოიული შიშით პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, რომელიც არის მისი მთავარი ოპონენტი და წინა საარჩევნოდ მისი ამ უკანონო პატიმრობაში, ტყვეობაში დატოვება არის მისი უპირველესი ამოცანა. როგორც ჩანს მას ასევე ეშინია იმ საერთაშორისო წნეხის, რომელიც არის პრეზიდენტ ზურაბიშვილზე პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, არ იყოს თეორიული შანსიც კი, რომ ამ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე, მისი მთავარი პოლიტიკური და ოპონენტი და ყველაზე ძლიერი ოპოზიციური მოთამაშე იყოს თავისუფლებაზე.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშინაყინის ნიმუშებში დარღვევები არ გამოვლენილა – სურსათის ეროვნული სააგენტო
შემდეგი სტატიათბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს