15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ბოკუჩავა: დღესაც, საფრთხეშია ის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისთვისაც 37 წლის წინ ადამიანებმა ქვეყანას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის წინ, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან განაცხადა, რომ  დღესაც, საფრთხეშია საქართველოს ის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისთვისაც 37 წლის წინ ადამიანებმა ქვეყანას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს – დღესაც ამ უძვირფასესი და წმინდა ღირებულებებისთვის იბრძვიან ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე დგანან, პროტესტს არ წყვეტენ და არ ეპუებიან იმას, რომ რუსეთმა დამოუკიდებლობა და თავისუფლება ისევ წაგვართვას.

„დღეს ქვეყანას ჰყავს ფსევდო ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს ღირებულებებს, რასაც ადამიანებმა 1989 წლის 9 აპრილს სიცოცხლე შესწირეს.

უფრო მეტიც, დღეს საპყრობილეებში არიან გამომწყვდეული ადამიანები, რომლებიც ამ მთავარი ღირებულებების დასაცავად იბრძვიან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშირატომ შეეზღუდა “მაგთიკომის” აბონენტების ნაწილს ინტერნეტთან წვდომა
შემდეგი სტატიაოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ