ბოკუჩავა – დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებით დასრულდება ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ქვეყანაში

დარწმუნებული ვარ, მიუხედავად ზეწოლისა, მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ და არ გახდებიან გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის რეჟიმის ხელში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ივანიშვილის რეჟიმს აღარ გააჩნია არანაირი საყრდენი ორის გარდა. ეს არის, კრიმინალური სამყარო და ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ კრიმინალური სამყაროს გამოყენებით ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ ადამიანის თავისუფალ ნებაზე. მეორეა ადმინისტრაციული რესურსი. ეს უკანასკნელი ძალიან სამწუხაროა, რადგან დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათგანი არის პატრიოტი და ძალიან უმძიმს, რომ ასეთ რეალობაში უწევს მონაწილეობის მიღება. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ამ ზეწოლისა, ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ და არ გახდებიან გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის რეჟიმის ხელში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებით დასრულდება ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ამ ქვეყანაში, ეს დასრულდება 30 ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიია მეტრეველი – დღეს გადამწყვეტი დღეა და აუცილებელია, ბევრნი ვიყოთ, 30-ში აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – ჩემთვის მისაღებია მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში ხელისუფლების ცვლილებების სცენარი