ბოკუჩავა: ბატონო ირაკლი, უნდა გითხრათ, რომ დღეს თქვენი რიტორიკით გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი

“ბატონო ირაკლი, უნდა გითხრათ, რომ დღეს თქვენი რიტორიკით გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი. როდესაც თქვენ პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობის ნიველირებას ახდენთ, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი.

როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მნიშვნელოვანი არაა ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი ივანიშვილის პირადი ადვოკატი კი არ იყოს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმებული ფიგურა იყოს, რომელსაც საზოგადოებრივი ნდობა ექნება, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი.

როდესაც თქვენ ამართლებთ თქვენი მხრიდან ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების შემდგარ დოკუმენტზე გასვლის და ანულირების მცდელობას, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი, რომლის საგარეო კურსი არ არის ევროპისკენ, ნატოსკენ და დასავლეთისკენ.”- ასე მიმართა ენმ-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძემ გენერალური პროკურორის არჩევის წესის საკონსტიტუციო ჩანაწერი განმარტა
შემდეგი სტატიაყველაფერი ვაქცინაციის ლატარიის წესებსა და მასში მონაწილეობაზე