ბოკუჩავა – აშშ-ში ვიზიტისას საუბარი გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე, რომელიც ერთგვარი რეფერენდუმია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ აშშ-ში პარტიის წარმომადგენლების შეხვედრებისას საუბარი შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც, მისივე თქმით, ერთგვარი რეფერენდუმია. თინა ბოკუჩავა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიასთან და პარტიის წარმომადგენელ ნონა მამულაშვილთან ერთად აშშ-ში დღეს გაემგზავრა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. თქვენ გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკელი სენატორები ამბობდნენ, რომ თითოეული დღე, რომელსაც ოპოზიციური ლიდერები ატარებენ ციხეში, ეს არის გამარჯვება რუსეთისთვის. ის, რომ დღეს ოპოზიციური ლიდერი ნიკა მელია აღარ არის ციხეში და შეუძლია აქტიურად იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, არის მათ შორის უდიდესი დამსახურება სწორედ აშშ-ის ძალისხმევის, ისევე, როგორც ევროპის კავშირის. ამიტომ საუბარი გვექნება შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელობაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე, რომელიც ერთგვარი რეფერენდუმია.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იყოს ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის აშშ-ის მხრიდან. თუმცა ასევე გვექნება საუბარი საქართველოს საგარეო მიზნებზე, მათ შორის მოახლოებულ ნატო-ს სამიტზე, დეოკუპაციის პროცესზე, სადაც ამერიკის როლი არის განუზომლად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია, თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი აშშ-ში გაემგზავრნენ
შემდეგი სტატიაშსს-მ რეგულაციების დარღვევის 439 ფაქტი გამოავლინა