ბოკერიას თქმით, შედეგების არ გაუქმების შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას მიმართავს

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

გიგა ბოკერიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მარნეულის 36-ე ოლქის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას მიმართავს.

მისი თქმით, განვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში პროცესების მშვიდობიანი განვითარებააა.

„ეს არის ჩვენი პოზიცია თავიდავნე და არა ის უბინძურესი კამპანია, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესში იყო გადატრიალება ან არეულობა. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ამომრჩევლის დაშინებას და იმ შთაბეჭდილების შექმნას, რომ ძალიან ცუდად არის ყველაფერი ქვეყანაში, მაგრამ არეულობა მაინც არ უნდა გინდოდეთ“, – აცხადებს ბოკერია ამომრჩევლების მისამართით.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ არჩევნების გაყალბება ვერ უნდა შეძლოს და ეს ამოცანა აუცილებლად იქნება მიღწეული.

banner
წინა სტატიაშიუსკო: აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობამ 37% შეადგინა
შემდეგი სტატიამთაწმინდის მეორე უბანზე, მედიით გავრცელებულ სიტყვიერი შელაპარაკების ფაქტს, ცესკო შეისწავლის