ბოკერიას განმარტებით, 300-ზე მეტ მაჟორიტარულ ოლქში, არსებობს წინასწარი შეთანხმება ერთიანი კანდიდატების წარდგენაზე

gulis eleqsiri

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, რუსთავი, წყალტუბო, მარტვილი, ქობულეთი, ხულო, ასპინძა, ახმეტა, დმანისი, ლანჩხუთი, მესტია და ჭიათურა ის მუნიციპალიტეტებია, სადაც „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს შეთანხმებულ კანდიდატებს.

რაც შეეხება საკუთარ კანდიდატებს, როგორც აღინიშნა, „ევროპული საქართველო“ კანდიდატებს წარადგენს შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

გორი – ეთერ ჯალაღონია, ახალციხე – ზურაბ სადათიერაშვილი, ახალქალაქი – არსენ კარაპეტიანი, მარნეული – ახმედ იმამკულიევი, სამტრედია – ჟუჯუაბა ფოფხაძე, კასპი – კაკი (კახა) გეჯაძე, ამბროლაური – მაია კაციტაძე, თეთრიწყარო – ნინო დავითაშვილი, თერჯოლა – ზურაბ ბუცხრიკიძე, ხონი – ზურაბ ჯიბუხაია.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას შორის კონსულტაციების და კოორდინაციის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.

ბოკერიას განმარტებით, ხონში „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ზურაბ ჯიბუხაია და თერჯოლაში ზურაბ ბუცხრიკიძე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან შეთანხმებული, საერთო კანდიდატები არიან.

„სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას შორის კონსულტაციების და კოორდინაციის პირველი ეტაპი დასრულდა. თქვენ იცით, რომ „ევროპული საქართველო“ ყოველთვის ვიყავით ამის ინიციატორი, რადგან ეს მიგვაჩნია სწორ სტრატეგიად ამ ბრძოლაში, არჩევნებში, რომელიც მოდის, რომელიც არათუ ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნები, უბრალო არჩევნებიც კი არ არის. არის შესაძლებლობა და შანსი, რომ ჩვენ დავამარცხოთ რეჟიმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომვალს. ანუ, ამ არჩევნვებზე წყდება ბედი, გვექნება თუ არა შესაძლებლობა, სწრაფად გამოვიდეთ ამ უმძიმესი ვითარებიდან, რასაც ყველანი ვაკვირდებით. ამიტომ მნიშვნელოვანია კოორდინაცია ძალიან განსხვავებულ პარტიებს შორის, ამიტომ ვიყავით და ვართ „ევროპული საქართველო“ ინიციატორები. შეიძლება ითქვას, კოორდინაციის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.

მერობის ორი კანდიდატი, ხონში ზურაბ ჯიბუხაია, თერჯოლაში ზურაბ ბუცხრიკიძე, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან შეთანხმებული, საერთო კანდიდატები არიან. ამასთან ერთად, ჩვენ, ბუნებრივია, წარვადგენთ კანდიდატებს იქაც, სადაც შეთანხმების ნაწილი იყო, რომ სხვადასხვა კანდიდატი ყოფილიყო. ცალკე გვექნება წარდგენა ყველა ამ კანდიდატის. საზოგადოებამ, მოქალაქეებმა, ჩვენმა მხარდამჭერებმა ყველამ იცოდეს, სად დაუჭერს „ევროპული საქართველო“ მხარს საერთო, შეთანხმებულ კანდიდატებს, რომლებიც არიან წარდგენილი ზოგიერთი სხვადასხვა პარტიიდან ან დამოუკიდებელი კანდიდატების სახით არიან წარმოდგენილი. ეს სიაც თქვენ გექნებათ, ასეთი არის 17 მუნიციპალიტეტი ამ ეტაპზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან ერთად, ბოკერიას განმარტებით, 300-ზე მეტ მაჟორიტარულ ოლქში, არსებობს წინასწარი შეთანხმება ერთიანი კანდიდატების წარდგენაზე.

„ამიტომ ვამბობთ, რომ პირველ ტაპზე ჩვენ კმაყოფილი ვართ კოორდინაციის და მიგვაჩნია, რომ ეს გზავნილი უნდა მივიდეს ყველა მოქალაქემდე, რომ ოპოზიცური პარტიების სპექტრმა, სხვადასხვა ოლქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა შემადგენლობით შეძლო გონივრული კომპრომისის პოვნა იმაზე, რაც ჩვენი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს. ანუ, დემონსტრირება, რომ ჩვენ შეგვიძლია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ამის შემდეგ გადაწყვეტილიებების კოორდინირებულად მიღება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება წალენჯიხის, ნინოწმინდისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებს, როგორც ცნობილია, „ევროპული საქართველო“ საკუთარ კანდიდატებს რამდენიმე დღეში დაასახელებს.

წინა სტატიაშიმარინა კალიურანდი – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბელარუსულ კა-გე-ბესთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება
შემდეგი სტატიაანზორ მელია არის საუკეთესო წარმომადგენელი სამეგრელოში, ზუგდიდის და მთლიანად საქართველოში