“ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ დევნად ვერ ჩავთვლი” – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას მიმართ პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება.

თალაკვაძის შეფასებით, თუ საგამოძიებო უწყებას ოპოზიციის ლიდერთან კითხვები აქვს, მას პასუხები აუცილებლად უნდა გაეცეს.

“გიგა ბოკერია არის პარლამენტის წევრი, ის არის ოპოზიციის წარმომადგენელი. ამიტომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აუცილებლად დავინტერესდები ამ საკითხით. პარლამენტი მაქსიმალურ ყურადრებას მიაქცევს მასთან დაკავშირებულ გამოძიებას.

მეორეს მხრივ, როდესაც არსებობს კითხვები, ისევე როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. შესაბამისად მე ამას პოლიტიკურ დევნად ნამდვილად ვერ ჩავთვლი,” – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიდატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ – აქცია თბილისში
შემდეგი სტატიასალობიეშიც ვივლი, ფეხით სიარულსაც გავაგრძელებ და ვიქნები ჩემს ხალხთან – პრეზიდენტი