ბოკერია ზურაბიშვილის ინიციატივაზე: ნებისმიერი ფორმატი, სადაც ჩართული არ არის თავისუფალი სამყარო აშშ-ის, ნატოსა და ევროკავშირის სახით, სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის და არ შედის საქართველოს ინტერესებში

region
ავტ.: region დეკემბერი 23, 2020 16:44

ბოკერია ზურაბიშვილის ინიციატივაზე: ნებისმიერი ფორმატი, სადაც ჩართული არ არის თავისუფალი სამყარო აშშ-ის, ნატოსა და ევროკავშირის სახით, სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის და არ შედის საქართველოს ინტერესებში

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება კავკასიური მშვიდობის პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით.

ბოკერიას თქმით, ზურაბიშვილი გამოირჩევა ინსტიქტებით და პოზიციებით, რომლებიც საზიანოა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ფორმატი, სადაც ჩართული არ არის თავისუფალი სამყარო აშშ-ის, ნატოსა და ევროკავშირის სახით, სახიფათოა ქვეყნისთვის და არ შედის საქართველოს ინტერესებში.

„ჩვენი პრეზიდენტი, გარდა იმისა, რომ არასერიოზული ადამიანია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ამას გარდა ცნობილია წარსულშიც ინსტიქტებით და პოზიციებით, რომლებიც საზიანოა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებიოსათვის.
ჩვენ გვახსოვს საერთო წვრთნებთან დაკავშირებით, როდესაც შეერთებული შტატების ჯარები აქ იყო, მისი პროტესტი, რომ აღშფოთდა ამასთან დაკავშირებით, რუსულ პროპაგანდასთან სრულ თანხვედრაში და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა.
რაც შეეხება ამ ინციატივას, თურქეთი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, მაგრამ ნებისმიერი ფორმატი, რომელშიც არ იქნება ჩართული თავისუფალი სამყარო, ან შეერთებული შტატები, ან ნატო, ან ევროკავშირი, უსაფრთხოების ამ ჭრილში, არის საქართველოსთვის არასასურველი მინიმუმ, ან სახიფათო. სწორედ ასე უნდა მიუდგეს ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება ასეთ ინიციატივებს, ამ ჭრილში, რადგან იქ არის რუსეთიც ჩართული, რომელიც არის აგრესორი ქვეყანა, საქართველოსთან მიმართებაში სპეციფიურად და სადაც არ არის ჩართული ან აშშ ან ნატო და ევროკავშირი, საქართველოს ინტერესებში ეს არ შედის.“ – განაცხადა ბოკერიამ.

 

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელიგამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამმხრივი შეთანხმებით დასრულებაზე, რომლითაც რეგიონში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.

region
ავტ.: region დეკემბერი 23, 2020 16:44