ბოკერია ზურაბიშვილის დროშაზე-სეთი რამ არ მახსენდება

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი მიერ პრეზიდენტის დროში დამტკიცებას ეხმაურება.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში მსგავსი პრეცედენტი არ მახსენდება. ის, რომ ჩვენი მრავალფეროვანი უახლესი ისტორიის განმავლობაში ასეთი რამ არ მახსენდება, ეს, თავისთავად, უკვე შეფასებაა მისი საქციელის”, – ამბობს ბოკერია.

სალომე ზურაბიშვილმა ახალი საპრეზიდენტო დროშა დღეს, 31 ივლისს, დაამტკიცა.

“საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან”, – ვკითხულობთ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგავა – მოუწევთ გიორგი რურუას გათავისუფლება
შემდეგი სტატიაქანთარია- ივანიშვილს აუწონავი სიკეთე აქვს გაკეთებული