ბოკერია-ვინც ხმამაღლა იქნევს რადიკალიზმის დროშას,ხშირად ისინი არიან რეჟიმის ინტერესში

“ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის ყველაზე უხერხული ოპონენტი ივანიშვილისთვის ყველგან, საპარლამენტო დებატებით დაწყებული სხვა ტიპის მოლაპარაკებებით გაგრძელებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი ამას ძალიან კარგად ხედავს.

ზოგჯერ, ძალიან ხშირად, ჩვენს პოლიტიკაში ის ადამიანები, ვინც ყველაზე უფრო ხმამაღლა იქნევენ რადიკალიზმის დროშებს, ზოგჯერ უნებლიეთ, ზოგჯერ შეგნებულადაც, სწორედაც ისინი არიან ხოლმე რეჟიმის ინტერესში. იმიტომ, რომ ყველა უპასუხისმგებლო განცხადება, ამ ტიპის, თუ სხვა ტიპის რადიკალური (მაგალითად, “არჩევნებს აზრი არ აქვს”), ესაა, რაც ივანიშვილს ეხმარება ”-ასე პასუხობს “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში დასმულ შეკითხვას, რატომ ისმის ასე ხშირად მათი მისამართით, რომ ისინი “ქართულ ოცნებასთან” არიან გარიგებულები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი-ხანდახან ლობისტური მუშაობა მნიშვნელოვნად წინ უსწრებს, აჭარბებს ან ეფარება რეალობას
შემდეგი სტატიათბილისში მამაკაცი სავარაუდოდ,საკუთარ ავტომობილთან ერთად გაიტაცეს