ბოკერია – ვერ ვხედავ წინაპირობებს, რომ მერობის კანდიდატზე შეჯერება შესაძლებელი იყოს

მე ვერ ვხედავ წინაპირობებს, თვითმმართველობის არჩევნებზე საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაფერისი მერობის კანდიდატზე შეჯერება შესაძლებელი იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განუცხადა.

მისივე თქმით, შეჯერება თუ მოხდება, იქნება კარგი, მაგრამ ეს არ არის ის, რაც კლიმატს შეცვლის.

„კლიმატს ჩვენს ქვეყანაში ცვლის სხვა რამ. არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები არის მთავარი, ის კი არა, ვინაა კონკრეტული თავმჯდომარე ან რა წერია კანონში, არამედ ზეწოლა, სუს-ი, მოსყიდვა, ჩაყრა, ის, რაც უკანონობაა. ამის დაძლევას სჭირდება ქვეყანაში ვითარების შეცვლა. რაც შეეხება გიორგი ვაშაძის განცხადებას, ყველა, ვინც საკითხს ასე აყენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატზე შეჯერება არის დამარცხების ფორმულა, წინასწარ იძახის, რომ საბაბს ეძებს, თუ რატომ არ უნდა დემოკრატიული ოპოზიციის შიგნით ამ ტიპის თანამშრომლობას შეუწყოს ხელი, რომელიც აუცილებელი განაცხადია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების. თბილისს გარდა არის რაიონები, რიგი ქალაქები, სადაც აუცილებელია კოორდინაცია მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის, მაჟორიტარობის კანდიდატებზე,“- განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიაპატურაი – პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი ჯეიმს აპატურაის შეხვდა