ბოკერია: ვადამდელ ნორმალურ არჩევნებს შეუძლია კრიზისის განმუხტვა და გადარჩენა ამ ქვეყანაში იდეის, რომ არჩევნებია გზა ხელისუფლების შეცვლის ან ხელისუფლების შენარჩუნების

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მთლიანი ოპოზიციის პოზიცია, მცირე გამონაკლისებით, არის იგივე, რაც სპექტრმა მიიღო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, რომ მხოლოდ ვადამდელ ნორმალურ არჩევნებს შეუძლია განმუხტვა ამ კრიზისის და გადარჩენა ამ ქვეყანაში იდეის, რომ არჩევნებია გზა ხელისუფლების შეცვლის ან ხელისუფლების შენარჩუნების.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ იდეის გადასარჩენად საჭიროა ვადამდელი ნორმალური არჩევნები და ამის ნაწილი აუცილებლად უნდა გახდეს პოლიტპატიმრების განთავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციისა და რეგულაციების ცვლილება და შესაძლოა სისტემის ცვლილებაც კი.
„ევროპული საქართელოს და სხვა მთელი სპექტრის, მცირე გამონაკლისებით, პოზიცია არის იგივე, რაც ჩვენ მივიღეთ, რომ მხოლოდ ვადამდელ ნორმალურ არჩევნებს შეუძლია განმუხტვა ამ კრიზისის და გადარჩენა ამ ქვეყანაში იდეის, რომ არჩევნებია გზა ხელისუფლების შეცვლის ან ხელისუფლების შენარჩუნების და არა რაიმე სხვა და არა შეგუება იმასთან, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, ის წყვეტს როდის დათმობს ძალაუფლებას.
ამისთვის საჭიროა ვადამდელი ნორმალური არჩევნები და ამის ნაწილი აუცილებლად უნდა გახდეს პოლიტპატიმრების განთავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციისა და რეგულაციების ცვლილებით და ამის ნაწილი შეიძლება გახდეს სისტემის ცვლილებაც.“ – განაცხადა ბოკერიამ