ბოკერია: თუ დააპირებენ ბიუროს ჩატარებას, “ოცნების” დეპუტატებს შეექმნებათ დიდი დისკომფორტი

ორი წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ანგრევენ საქართველოს ეკონომიკას და სახელმწიფო ინსტიტუტებს

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ქართული ოცნების დეპუტატებს, პარლამენტში მისვლასას, დიდი დისკომფორტი შეექმნებათ. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ პარლამენტთან თქვა, სადაც ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა ღამე გაათენა.

“დღეს ამ პატიოსან პოლიტიკურ გვამებს უნდა ჰქონდეთ ბიუროს სხდომა. ჩვენი ამოცანაა, სანამ ეს სტატუს კვოა, რომელიც თავად ივანიშვლმა შექმნა საზოგადოების შეურაცხყოფით, მათ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ჰქონდეთ. ამიტომ მათ შეექმნებათ დიდი დისკომფორტი. დღეს თუ დააპირებენ პოლიტიკურად სამარცხვინო დაკვეთის სამარცხვინო შემსრულებლები ბიუროს ჩატარებას, ექნებათ პრობლემები აქტივისტებთან და ჩვენთან. სანამ ეს სტატუს კვოა, ამ ხალხისთვის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ იარსებებს. ეს ყველაფერი გაგრძელდება და არ დასრულდება მანამ, სანამ საზოგადება თავის ამოცანას არ მიაღწევს” – ამბობს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: აქვს თუ არა უნარი პოლიტიკურ ელიტას მრავალჯერ დაშვებულ საკუთარ შეცდომებზე მაინც რამე ისწავლოს და გაარღვიოს ეს მანკიერი წრე?