ბოკერია: თანმიმდევრული გადაწყვეტილება იქნებოდა ერთპარტიული პარლამენტის დატოვება და ჩვენი საზოგადოებისათვის და უცხოელი პარტნიორებისათვის ვითარების გაშიშვლება

“ევროპული საქართველოს” თავჯდომარე, გიგა ბოკერია, ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ეხმაურება საკანონმდებლო ორგანოს დატოვებასთან დაკავშირებით და ოპოზიციის საერთო გეგმებზე საუბრობს.

ბოკერიას თქმით, სასურველი იქნებოდა, რომ არა მარტო ნიკა მელიას, არამედ მთელ პარტიას მიეღო გადაწყვეტილება პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, რადგან ეს იქნებოდა თანმიმდევრული გადაწყვეტილება ამ ფონზე და ცხადად დაანახებდა როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას ვითარებას.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მელიას გადაწყვეტილება სწორია და ევროპული საქართველო ფოკურსირებულია ყველა შანსის გამოყენებაზე, რათა თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდეს ივანიშვილის რეჟიმი.

„მე ვისურვებდი, რომ მთელ პარტიას მიეღო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ თანმიმდევრული გადაწყვეტილება იქნებოდა ამ ფონზე მაინც გაშიშვლება ვითარების ჩვენი მოქალაქეებისათვის, საერთაშორისო თანამეგობრობისათვის და ერთპარტიული პარლამენტის დატოვება.
მელიას პერსონალური გადაწყვეტილება სწორი გადაწყვეტილებაა და ევროპული საქართველო ყველა შემთხვევაში არის ფოკუსირებული, რომ ყველა შანსი გამოვიყენოთ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად და ამისთვის უნდა გამოვიყენოთ თვითმმართველობის არჩევნები.“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“შარლ მიშელის მდგომარეობა საკმაოდ უხერხულად მეჩვენება”
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან ვაქცინაციის კიდევ უფრო სწრაფად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებები განიხილა