ბოკერია: შეთანხმების დროს არ უნდა იჩქარო, რადგან ეშმაკი დეტალებშია

“როდესაც ასეთ სენსიტიურ საკითხზეა ლაპარაკი და როდესაც ყველაფერი შეთანხმებისკენ მიდის და როდესაც ამას თანხმდები, არ უნდა იჩქარო, იმიტომ, რომ ეშმაკი არის დეტალებში”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ამ შემთხვევაში კოლეგების მხრიდან მინიმუმ ნაჩქარევად მოხდა გადაწყვეტილების მიღება.

“ბუნებრივია ყველა შეთანხმება შეიძლება გულისხმობდეს ისეთ კომპრომისს, რომელიც მორალურადაც პრობლემატურია და პოლიტიკურადაც. ოღონდ აქაც, როდესაც ასეთ სენსიტიურ საკითხზეა ლაპარაკი და როდესაც ყველაფერი შეთანხმებისკენ მიდის და როდესაც ამას თანხმდები, არ უნდა იჩქარო, იმიტომ, რომ ეშმაკი არის დეტალებში.

როგორც საზოგადოებასთან ისე გაანალიზებული და გათვლილი უნდა გქონდეს. ამ შემთხვევაში ჩვენი კოლეგების მხრიდან მინიმუმ ნაჩქარევად მოხდა. ახლა ირიბად მელიასკენ ხელის გაშვერა, მან თქვას მოწონს თუ არა ეს შეთანხმება არასწორია. ვიცით მისი პოზიცია, რომ არ ეთანხმება. არც გირაოს არ მიიღებს, მისი ეს პოზიცია იქამდეც ცნობილი იყო”, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიბარამიძე: მელიას და კრიმინალების გათანაბრებას ვინც შეეცდება, გავრილოვების რეჟიმის თანამონაწილე გახდება
შემდეგი სტატიარასა იუკნევიჩენე: შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა კატასტროფა იქნება