ბოკერია: საქართველომ თავიდან უნდა აიცილოს ომი, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება შეუძლებელია

რუსეთთან დალაგებული ურთიერთობის ჩამოყალიბება დღეს შეუძლებელია და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ომი თავიდან აიცილოს – მიიჩნევს პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

როგორც ბოკერიას აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში, ბოროტებასთან კომპრომისები მთავრდება უფრო დიდი მსხვერპლით.

მისივე თქმით, საქართველომ თავდაცვისუნარიანობა უფრო მეტად უნდა გააძლიეროს.

„სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ყველა მეზობლის დამოუკიდებელი და წარმატებული სახელმწიფოებრიობა, შეუთავსებელია რუსეთის ხელისუფლების ინტერესებთან. ჩვენ უნდა შევქმნათ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სადაც არავინ გვიკლავს და იტაცებს ხალხს. არ არსებობს მაგალითი რუსეთთან დალაგებული ქვეყნის წარმატების – არცერთი. ყველა ვინც ამაზე გველაპარაკება შეგნებულად გვატყუებს. ბოროტებასთან კომპრომისები მთავრდება უფრო დიდი მსხვერპლით. რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დალაგება არის – შეუძლებელი“, – აცხადებს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში დიალიზის ცენტრი გაიხსნა
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში, ჭიათურაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა