ბოკერია საარჩევნო კოდექსზე- სიგნალი, რომ “ოცნება” რამეს გონივრულად იხილავს, არ გვაქვს

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, “ქართული ოცნების” გუნდისგან მათ არ მიუღიათ სიგნალი, რომ მმართველი გუნდი საარჩევნო კოდექსის ცვლილებას გონივრულად განიხილავენ.

სწორედ ამიტომ, გიგა ბოკერიას თქმით, პარტია ამ ეტაპზე განხილვებში მონაწილეობას არ იღებს, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ რამდენიმე წინადადება საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ ვმონაწილეობდით დისკუსიაში და რამდენიმე ძალიან კონკრეტული წინადადება გვაქვს, გამომდინარე საერთაშორისო რეკომენდაციებიდან, რომლებიც შეამცირებდა ან შეამცირებს დაძაბულობას, ზეწოლის რისკებსა და უკეთეს ატმოსფეროს შექმნის”. – ამბობს გიგა ბოკერია.

დეპუტატს ამის მაგალითად საარჩევნო უბნების გარშემო გარკვეულ პერიმეტრებზე შეკრებების შეზღუდვა მიაჩნია, მითუმეტეს, პანდემიის გათვალისწინებით.

” ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა, მერე უკონტროლო ვითარებაა ხოლმე იმის გამო, როგორც იქცევა ქართული ოცნება, მოჰყავს ხოლმე კრიმინალები და ა.შ.თუ გონს მოეგებიან და გაითვალისწინებენ ამ წინადადებებს, ქვეყნისთვისაც უკეთესი იქნება. თუ არ გაითვალისწინებენ, ჩვენ ამ სცენარისთვისაც მზად ვართ და მათი არჩევნებში დამარცხების შემდეგ ეს დემოკრატიული ცვლილებები განხორციელდება შემდეგი არჩევნებისთვის”. – თქვა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, მიიღებენ, თუ არა მონაწილეობას საარჩევნო კოდექსის ცვლილებების მიღებაში, გიგა ბოკერია პასუხობს:

“უბრალოდ დროს ხომ არ გავფლანგავთ? ფუნდამენტური სიგნალი ივანიშვილის გუნდიდან, რომ რამეს გონივრულად იხილავენ, არ გვაქვს და არ არის ეს ის ვითარება, რომ რაღაც სპექტაკლში მივიღოთ მონაწილეობა, თუ ვერ ვხედავთ, რომ რაღაც იძვრება ქვეყნისთვის სასიკეთოდ. თუ დაიძვრება, ვნახოთ”.-აცხადებს ბოკერია

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე-აბსოლუტურად მიუღებელია, როცა რადიკალური ოპოზიცია გერმანიის ელჩის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოდის
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე მაჟორიტარობაზე- დიდი ალბათობით ვიქნები ქუთაისში