ბოკერია: სააკაშვილის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისათვის

admin
ავტ.: admin სექტემბერი 21, 2020 12:51

ბოკერია: სააკაშვილის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისათვის

სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები თურმე მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის, ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი, ამ კაცის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისათვის, განსაკუთრებით, 41-ედ დაანონსება ჩამოსვლის და შემდეგ გადაგდება იმ ხალხის, ვისაც დაპირდა ამას.

რაც მთავარია, ეს არის სიცრუე, არჩევანი არის იმათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს. მაგალითად, ივანიშვილი, რომელსაც დღევანდელი კატასტროფის შენარჩუნება სურს და სააკაშვილი, რომელსაც წარსულში დაბრუნება უნდა, 2012 წლამდე და ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს შორის, რომელსაც უნდა ცვლილებები, გარდამტეხი ცვლილებები და რისი გეგმაც გვაქვს ჩვენ, ევროპულ საქართველოს.

აი, ეს არის არჩევანი, იმათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს და იმათ შორის, ვისაც სურს, რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები და წინსვლა ”
ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატი გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც პარტიულ კოალიციას “ვერ ხედავს”. ექსპრეზიდენტის აზრით, “ამ არჩევნებზე ან აიღებს უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობა, ან საქართველო დაიღუპება”.

admin
ავტ.: admin სექტემბერი 21, 2020 12:51