ბოკერია: სააკაშვილის სიტყვები საერთოდ არ მაინტერესებს

“სააკაშვილის სიტყვები საერთოდ არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს სააკაშვილის დასახელებული ციფრები და არც მოდერატორებს არ აინტერესებთ.” – ასე პასუხობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ჟურნალისტის კითხვას, 2020 წლის არჩევნები რა მასშტაბის გაყალბებაზე საუბრობს ოპოზიცია.

“რაც შეეხება იმას, რას შეიძლება დავეყრდნოთ, ჩვენ შევადარეთ მარტივი რამ – რაიმე იდეალურ არჩევნებს კი არ შევადარეთ, პირობითად, შვეიცარიაში, ავსტრიაში ან ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიის ღრმა ტრადიციით ჩატარებულს, შევადარეთ წინა ორ არჩევნებს. 2012 წელს და 2016-ს.

მოულოდნელად ჩვენს ქვეყანაში ბოლო 4 წელიწადში თითქმის 4-ჯერ გაიზარდა ჩვენი მოქალაქეების რიცხვი, რომელიც ბიულეტენების მოპარვის და სახლში წაღების ფანი გახდა. ეს როგორ შეიძლება აიხსნას? 8 000-ზე მეტი კონვერტია ნახევრად ცარიელი. უცებ დაიწყეს ბიულეტენების მოპარვა? მეორე – იმ უბნების რაოდენობა, სადაც ჩაყრა მოხდა, 10-ჯერ გაიზარდა. ეს არის ყველაზე თვალნათელი მაგალითები. ამის ეფექტს თუ გავითვალისწინებთ, კარუსელების რაოდენობას, აღწევს 200 000 ხმას.” – ამბობს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე: ეცადეთ, ჭამისას ერთმანეთისგან დისტანციით იყოთ და სხვადასხვა დროს მიიღოთ საკვები
შემდეგი სტატია“112 რომ რეკავს და ვეუბნებით, ადგილი არ გვაქვს, პირადად ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია”