ბოკერია: რომც გაგვიმართლოს და კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, სანამ ივანიშვილი და მისი გარემოცვა იქნება ხელისუფლებაში, ვერც ნატოს წევრები გავხდებით და ვერც ევროკავშირს დავუახლოვდებით

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ სანამ ივანიშვილი და მისი გარემოცვა იქნება ხელისუფლების სათავეში, მანამდე ქვეყანა თავის მიზნებს ვერ მიაღწევს და ვერ გახდება ნატოს წევრი და ვერც ევროკავშირს დაუახლოვდება.
“რამდენიც არ უნდა იდემაგოგოს ან იბაქიბუქოს ივანიშვილის რეჟიმის ამ პოლიტიკურმა არარაობამ, ღარიბაშვილმა, ფაქტი არის ნათელი, რომ ჩვენ იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე, როგორც უკრაინა და მოლდოვა, იმის ნაცვლად რომ ვიყოთ დღისწესრიგში ნატოს გაფართოების, იმისთვის რომ დაცული და თავისუფალი ქვეყანა ვიყოთ. ამის ნაცვლად საუბარია, რამდენი პუნქტი შეასრულეს, რატომ გვჩაგრავთ და ა.შ. აქედან არის ძალიან მკაფიო და მძიმე დასკვნა, რომც გაგვიმართლოს და კანდიდატის სტატუსი მოგვცენ ახლა, ამის მიუხედავად, იმ ამოცანას, რასაც ჰქვია ნატოს წევრობა, ევროკავშირთან რეალური დაახლოვება, დაცული და თავისუფალ ქვეყანად გახდომა, ვერ მივაღწევთ, სანამ ივანიშვილი და მისი გარემოცვა იქნება ხელისუფლების სათავეში”.- აცხადებს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა მოკლა პრიგოჟინი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია – ზელენსკი
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია – იმპიჩმენტის მხარდაჭერა რა ღირს? გააჩნია, რა უღირთ, ფასები არ ვიცი