ბოკერია: რაც ამ საკითხზე ვიხილეთ, სახიფათო ნიშანია, რომ საშიშ მოვლენასთან გვაქვს საქმე

“რეჟიმის ლიდერის და ოლიგარქის ან მისი ოჯახის წევრების პერსონალური შეურაცხყოფის ან უხამსი პოლიტიკური კრიტიკის გამო ოპონენტებისთვის საჯარო მობოდიშების და მონანიების იძულება – კიდევ ერთი საგანგაშო და სამარცხვინო სიმპტომია იმისა, თუ საით მიჰყავს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა.

რაც არ უნდა მოვისმინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით რეჟიმის პროპაგანდისგან ან შსს-სგან, ის, რაც უკვე ვიხილეთ და რაც უდავოა – ვგულისხმობ საჯარო მონანიებას ხელისუფლების ოპონენტისგან, სრულიად საკმარისია იმ დასკვნის გამოსატანად, რომ აქ სწორედ ასეთ სახიფათო მოვლენასთან გვაქვს საქმე.

ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ძალაუფლების მქონე პირთაგან ოპონენტების ასეთი ამაზრზენი მეთოდებით დევნა”,-წერს გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშიკელი: დანიგანის წასვლა აშშ-სთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას არ ნიშნავს
შემდეგი სტატიამარკ რუტე – პუტინის სამხედრო მანქანა შენელების ნაცვლად სწრაფდება, რუსეთი ნატო-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად ხუთ წელიწადში მზად იქნება