ბოკერია-პრობლემა არის ამ ტიპის ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების უკანონობა

პრობლემა ის კი არ არის, რეალურია თუ არარეალური ჩანაწერის შინაარსი, არამედ აქ პრობლემა არის ამ ტიპის ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების უკანონობა, რომელიც აჩვენებს რეჟიმის​ არაანგარიშვალდებულებას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ უკრაინული სააგენტოს მიერ სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

„ასეთი ჩანაწერების გაჩენას და ხელისუფლების მხრიდან პროპაგანდისტულ გამოყენებას მე ვუყურებ, როგორც დიდ პრობლემას. მთელი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში ჩვენ გვქონდა პრობლემა ამ ტიპის ჩანაწერების გაკეთების, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ამ ამბების გამომზეურებაც კი, იქცა ჩვეულებრივ ამბად. ეს არის ძალიან მძიმე ამბავი არა პარტიებისთვის, არა მათთვის, ვისაც რამე კონსპირაციას დაუდებენ, არამედ მთელი საზოგადოებისთვის, რადგან ეს აჩვენებს ხელისუფლების უკონტროლობას, ვინც ამ ბინძური მეთოდებით ცდილობს პოლიტიკური კლიმატის შექმნას.

იმდენად არასერიოზული პროპაგანდაა ეს, რომ კომენტარსაც კი არ საჭიროებს. აქ პრობლემა ის კი არ არის, რეალურია თუ არარეალური შინაარსი, არამედ აქ პრობლემა არის ამ ტიპის ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების უკანონობა, რომელიც აჩვენებს რეჟიმის​ არაანგარიშვალდებულებას. ვიმეორებ, ეს პრობლემა ახალი არ არის, უბრალოდ, დამძიმდა ივანიშვილის დროს, რადგან ჩვეულებრივ ამბად იქცა ამ მეთოდების გამოყენება საჯაროდ. ეს არის უმძიმესი პრობლემა და მთელი პროპაგანდა იმაზე, რომ ვიღაცა რაღაცას მალავდა და რაღაც შეთქმულებაა, არის ისეთი სისულელე, რომ მხოლოდ ხელისუფლებას დააზიანებს. თუმცა ქვეყანასაც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რადგან საქართველოს ყველა მეგობარმა შეამჩნია, რომ ამ ვითარებაში ივანიშვილის რეჟიმმა იმის მაგივრად, რომ ან მოეცადა გამოძიების დასრულებისთვის ან გაეკეთებინა განცხადებები იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელიც საჯაროა (კადიროვის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრული მუქარა), ამის მაგივრად ტალახი, ცილისწამება და სისულელე მიმართა შიდა ოპონენტების წინააღმდეგ. ეს არის, რაც მტერს აწყობს ყველაზე უფრო“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიშესაძლებელია, ბოკოვის თანამზრახველები საქართველოშიც არიან- გვარამია
შემდეგი სტატიააქციის გამო ხვალ რუსთაველის გამზირი გადაიკეტება