ბოკერია პრემიერზე-ეს არის იარლიყი ავტორიტარული, ისტერიკაში მყოფი პოლიტიკური არარაობების

“ეს არის იარლიყი ავტორიტარული, ისტერიკაში მყოფი პოლიტიკური არარაობების”. – ასე პასუხობს “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ გახარიას ნათქვამზე დასმულ შეკითხვას.

გიორგი გახარიამ განაცხადა , რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში “ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ”.

კითხვაზე, თვლის, თუ არა გიგა ბოკერია, რომ პარლამენტში ქვეყნის მტრები არიან, დეპუტატი პასუხობს, რომ მისი აზრით, ქვეყანას მტრობას უწევს ყველა, ვინც ღიად ქმნის ქვეყანაში იმ ვითარებას, რომელსაც გარე მტერი იყენებს.

“დაპირისპირების,სიძულვილის, საზოგადოების უგულებელყოფის, ოპონენტების მტრებად გამოცხადების და ამ საქმეს დღეს აკეთებს ივანიშვილის გუნდი”. – ამბობს გიგა ბოკერია.

დეპუტატის თქმით, მას არ უყვარს ბრალდებები, რომ ვიღაც ჯაშუშია და, ქართული საზოგადოების მსგავსად, შედეგი აინტერესებს.

“ივანიშვილისა და მისი არარაობების პოლიტიკური მმართველობის შედეგი არის ქვეყნის დასუსტება, ქვეყნის შიგნით დაპირისპირება და ძალადობა, საერთაშორისო ასპრაზზე საქართველოს საკითხის უკანა პლანზე გადაწევა, ხმის ვერამოღება, რომ მტერს ფასად დაუსვა შენი მოქალაქეების მკვლელობა.

ამას ქართული საზოგადოება წყვეტს, ვინ ვინ არის, მაგრამ ყველა მთავრობა, რომელიც ასე აყენებს საკითხს, რომ მე ვიღაცებს არ შევუშვებ პარლამენტში, განწირულია და ეს არის იარლიყი ავტორიტარული, ისტერიკაში მყოფი პოლიტიკური ფიგურების, ან პოლიტიკური არარაობების, უფრო ზუსტი რომ ვიყო”. – თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძემ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში სამუშაო შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე-არ გამოვიდა დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა,მადლობა ჯანსაღად მოაზროვნე ყველა პოლიტიკოსს