ბოკერია: პოლიტიკურ ტერორისტს არ უნდა დაადებინო ისეთი შედეგი, რომელიც შენ მიგაჩნია სახიფათოდ

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მიერ გუშინ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე ისაუბრა.

“თუ შედეგის მიღწევა შეგიძლია არას თქმით, უნდა შეგეძლოს ბოლომდე გააგრძელო და პოლიტიკურ ტერორისტს არ დაადებინო ისეთი შედეგი, რომელიც შენ მიგაჩნია არასაკმარისად და სახიფათოდ, იმიტომ, რომ ის ვერ აღადგენს ნდობას არჩევნებში. ვერ აღადგენს ნდობას იმაში, რომ იმ მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნება, როგორც ივანიშვილმა გააკეთა არის შეუძლებელი აწი”, – თქვა ბოკერიამ

ბოკერიას თქმით, “ქართული ოცნება” არანაირ გარანტიას არ იძლევა იმის შესახებ, რომ პოლიტიკური დევნა ქვეყანაში არ გაგრძელდება, შესაბამისად, შარლ მიშელის შემოთავაზებული საბოლოო დოკუმენტი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებში ვერანაირი წარმატების განცდას ვერ შექმნის.

“ჩვენ ვნახეთ “ქართული ოცნების” განცხადებები, რომ ეს ორი კაცი ციხიდან რომც გამოვიდეს, სხვა ყველა საქმეზე ჩვენ უფლებას ვიტოვებთ პოლიტიკური დევნის გაგრძელებისო. მეორე შანსი პირველი შთაბეჭდილების მოხდენის არ არსებობს, ეს არის ინგლისური ცნობილი გამოთქმა და ვინც გუშინდელ ამბავს უყურა, მე ძალიან მყარად ვარ დარწმუნებული, რომ მოქალაქეების კრიტიკული მასის განცდას, რომ აქ ჩვენ მივაღწიეთ საერთოდ რამე გამარჯვებას ქვეყნისთვის, ვერ შექმნის და ეს არის დიდი შეცდომა, ჩემი აზრით”, – ამბობს ბოკერია

გუშინ, 19 აპრილს, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

banner
წინა სტატიაშიჩადის პრეზიდენტი ხელახალი არჩევის დღეს გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ დოკუმენტს და ეს არ დამიმალია არც ელჩებისთვის, არც მიშელისთვის