ბოკერია: ოპოზიცური ამომრჩევლის ინტერესების გამომხატველთა 70% არ არის პარლამენტში

“ამ პარლამენტის არალეგიტიმურობაზე არის კონსენსუსი, იმ ოპოზიციურ ძალებს შორისაც კი, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს, თუ არ შეიცვალეს ეს პოზიცია. ამ პარლამენტში შესვლის ერთადერთი ლოგიკა არის – ვისაც ჰგონია, რომ ის შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა, არის იმდენად ფასეული, რომ უნდა შეხვიდე და ამ შეთანხმებაში მიიღო მონაწილეობა, ამ ლოგიკას არ ვეთანხმები, მაგრამ გაგება შემიძლია. მაგრამ თუ არ თვლი, რომ ეს შეთანხმება ღირდა ამად, მაშინ გაუგებარია, ეს ჩვეულებრივი ლეგიტიმური პარლამენტი გამოდის. ჩემი აზრით, ეს შეცდომა იქნება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ნაციონალურმა მოძრაობამ, ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღებთ და ამის შემდეგ სწრაფად მუშაობა უნდა დავიწყოთ როგორი სტრატეგია გვაქვს თვითმმართველობის არჩევნებზე.

ერთადერთი, რაც არ მომეწონა, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის, ევროპული საქართველოს წარმომადგენელს, არ მომეწონა ლოგიკა, რომ, რახან ვიღაცამ ჩვენი პოზიციის საპირისპიროდ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს ნიშნავს, რომ მათთან ურთიერთობების დასალაგებლად პარლამენტში უნდა შევიდეთო. ეს ძალიან მცდარი რამეა.

თუ მაინცდამაინც დღევანდელი ვითარების აღწერა გვინდა, დღეს ამ პარლამენტში, ამ მანიპულირებადი ციფრებითაც კი, რაც დადო ივანიშვილის რეჟიმმა, ოპოზიციური ამომრჩევლის პოლიტიკური ინტერესების გამომხტაველთა უდიდესი პროცენტის წარმომადგენელი ძალები არ არიან პარლამენტში. რომ დაითვალოთ, ოპოზიციური ამომრჩევლის 70%, ვის ნებასაც გამოხატავს, პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობის ხარჯზე, იმიტომ რომ ყველაზე მსხვილია, მაგრამ სხვებისაც, ევროპული საქართველოსი, ლეიბორისტული პარტიის. ანუ უმრავლესობა ამ პარლამენტში წარმოდგენილი არ არის. ამიტომ, ოპოზიციური ამომრჩევლების ნების გამომხატველ ძალებად მონათვლა მათი, ვინც პარლამენტში შევიდა, მათემატიკურად არასწორია. ოღონდ ეგეც არ არის მთავარი. მთავარი არის, რომ ახლა პოლიტიკური უნდობლობა და დეპრესია, რომელიც, ჩემი აზრით, გაღრმავდა პოლიტიკური პროცესის მიმართ შეთანხმების შედეგად, იქნას დაძლეული”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს: თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიბარამიძე: პარლამენტში შესვლით არ მგონია, ხალხს ჩვენი მხარდაჭერის მოტივაცია გავუჩინოთ
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: ოპოზიციაში არიან ლიდერები, ვისთვისაც ახალი არჩევნები, შეიძლება, საინტერესო აღარ იყოს