ბოკერია ოპოზიციის კოორდინაციაზე: ორიოდე დღეში გაიგებთ

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერია ადასტურებს, რომ თვითმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები აქვს. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას 2 დღეში იტყვის.

ბოკერია, ასევე, ადასტურებს, რომ ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად ნიკა მელიას, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ ელენე ხოშტარიას განიხილავდა.

“დაგვიანდა ამ შეთანხმების მიღწევა ჩვენი აზრით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, ან არასდროს. ამიტომ, იმედი გვაქვს და ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ სულ ორიოდე დღეში ყველა თქვენ ამ კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი. ის გვარები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველას მოგახსენებთ ორიოდე დღეში”, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: პირველი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ ნაწილში 43 პროცენტი ვერ მიიღოს
შემდეგი სტატიაზარქუა: თინა ბოკუჩავას მცდელობა ჰქონდა, საქართველოს პარლამენტში უკრაინული სცენარი გადმოეტანა