ბოკერია – ოპოზიციის ამოცანაა, ქვეყანას ააცილოს ავტორიტარიზმის შემდეგ ფაზაში გადასვლა

„დიქტატურისკენ სვლა არის ყველაზე დიდი საფრთხე და ასევე, ოპოზიციის ამოცანაა, თავიდან ააცილოს ბრაზიანი რეაქცია საზოგადოების, გნებავთ მშვიდობიანი რევოლუციით, გნებავთ არამშვიდობიანით. ორი ამოცანა გვაქვს. კიდევ უფრო დიდი კატასტროფაა, შეუდარებლად. ამიტომ არის ერთიანი პოზიცია უდიდესი ნაწილის, სწორედ ვადამდელი, ნორმალური არჩევნების ჩატარება და სწორედ ამის გარშემო არის გაერთიანებული.

აქციები სხვადასხვანაირი არსებობს. ზოგადად, საზოგადოების რეაქცია, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით და უკვე ამის შემდეგ მნიშვნელოვანი პოზიცია თავისუფალი სამყაროსი იქნება ის პოზიცია, რისი გამოყენებითაც ჩვენ ქვეყანას უნდა ავაცილოთ ეს შარი, ეს არის ჩვენი ამოცანა.

აქციები არც შეწყვეტილა ხომ აქტივისტების მხრიდან. სხვადასხვა ინტენსივობით, მაგრამ განგრძობითად იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის პოლიტიკური პარტიების რეაქცია ამაზე და ყველა ლეგიტიმური ინსტრუმენტის გამოყენება მოხდება, რათა ქვეყანას მეტი ზიანი ავაცილოთ, ვიდრე უკვე მიაყენა ივანიშვილის რეჟიმმა და ეს ზიანი დიდია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმელია – ივანიშვილი ან ნიშნავს არჩევნებს, ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადებას
შემდეგი სტატიაწყალტუბოს მუნიციპალიტეტში პლასტიკისა და ქაღალდის ნარჩენების სეპარირება იწყება