ბოკერია: ნაფიც მსაჯულთა მხრიდან მერაბ კობიაშვილის გამართლება ნათლად გვიჩვენებს ამ ინსტიტუტის ფართოდ გავრცელების საჭიროებას

„დღევანდელ პირობებში მაშინ, როდესაც კრიმინალის ზრდასთან გვაქვს საქმე უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანებს საკუთარი და ახლობლების სიცოცხლის დაცვლის ფუნდამენტური უფლება ქონდეთ გარანტირებული და ეს გააკეთა დღეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ამასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ყურადღება მივაპყროთ იმაზე თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, როგორ არის ეს ინსტიტუტი საფუძველი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, თავისუფლების და ჩვენი ქვეყნის ლიბერალურ დემოკრატიად ჩამოყალიბებისათვის,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ გამართულ ბრიფინგზე

„მნიშვნელოვანი რამ მოხდა საქართველოს სასამართლოში, მერაბ კობიაშვილი გაამართლა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მე მესმის, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისთვის ეს ძნელად მისაღები ამბავია ემოციურად, მაგრამ ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჯეროვანი ყურადღება მიაპყროს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ფუნდამენტური სიცოცხლის უფლების დასაცავად მნიშვნელოვანია, რომ გარანტირებული იყოს ადამიანის საკუთარი სიცოცხლის თავდაცვის ფუნდამენტური უფლება, ამიტომ იყო ღრმად პრობლემატური და ძალიან საგანგაშო, რომ ადამიანს ბრალი წაუყენეს პრაქტიკულად განზრახ მკვლელობაში და ამიტომ არის ნაფიც მსაჯულთა ეს გადაწყვეტილება საკვანძო, ამითი დღევანდელ პირობებში მაშინ, როდესაც კრიმინალის ზრდასთან გვაქვს საქმე, უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანებს საკუთარი და ახლობლების სიცოცხლის დაცვლის ფუნდამენტური უფლება ქონდეთ გარანტირებული და ეს გააკეთა დღეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ამასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ყურადღება მივაპყროთ იმაზე თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, როგორ არის ეს ინსტიტუტი საფუძველი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, თავისუფლების და ჩვენი ქვეყნის ლიბერალურ დემოკრატიად ჩამოყალიბებისათვის, ასე თვლიდნენ ამ ქვეყნის დამფუძვნებელი მამები ილია ჭავჭავაძე, ასე. თვლიდა საქართველოს პირველი რესპუბლიკა, რომელიც მოსპო საბჭოთა ხელისუფლებამ იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა კონტროლირებადი სასამართლო მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით ამ ინსტიტუტის დროულად აღდგენა, ამიტომ არის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, ეს არის სწორედაც ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანა, სადაც ყველა მოქალაქე არის თანამონაწილე მართლმსაჯულების განხორციელების, ამიტომ არის ეს ინსტიტუტი საკვანძო, ივანიშვილის რეჟიმმა კიარ შეაფერხა არამედ დაამუხრუჭა ეს რეფორმა და აღარ გაავრცელა ყველა იმ საქმეზე სადაც პატიმრობა ემუქრება ადამიანს, სწორედაც რომ ეს უნდა იყოს ჩვენი გეგმა ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მყისიერად.“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიALDE ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიასამადაშვილი იუსტიციის მინისტრს – საზოგადოება ალბათ, შოკირებულია თქვენი გამოსვლით