ბოკერია მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადოს შესვლაზე: ამით მინიმუმ ამოცანა აქვთ თავისუფალი მედიის შენჯღრევის

“ევროპული საქართველოს” თავჯდომარე, გიგა ბოკერია, მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლას ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, საქართველოს ტრადიციის ქვეყანაში, როდესაც საგადასახადო სამსახური შედის კრიტიკულ მედიაში შესამოწმებლად, იმ პირობებში, როცა დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს, ყოველთვის საგანგაშოა ეს ამბავი.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ღარიბაშვილის პირით პირდაპირ გამოცხადებული აქვს ივანიშვილის რეჟიმს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ომი, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ამ სვლით მინიმუმ დამოუკიდებელი მედიის შენჯღრევა სურთ და ნახულობენ, თუ სადამდე გაუვათ.

„ჩვენი ტრადიციის ქვეყანაში, სამწუხაროდ, ნებისმიერ ვითარებაში, საგადასახადო როცა კრიტიკულ მედიაში შესამოწმებლად შედის, იმ პირობებში, როცა დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს, ყოველთვის საგანგაშოა ხოლმე ეს ამბავი, პროაქტიურად როცა მოქმედებს საგადასახადო ინსპექცია და მთავრობა.
ამ კონტექსტში, როცა გამოცხადებული ომი აქვს ივანიშვილის რეჟიმს მისი ამ შავბნელეთის მოციქულის, ღარიბაშვილის პირით დამოუკიდებელი მედიის და მთლიანად საზოგადოების მთლიანი ნაწილის წინააღმდეგ, ასეთ მომენტში არის არათუ ეჭვი, არამედ პირდაპირ მტკიცებულება, რომ მინიმუმ ამოცანა აქვთ შენჯღრევის და ნახავენ სადამდეც გაუვათ ეს ამბავი.“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“მთავარ არხზე ე.წ ფინანსური სამსახურების შესვლა მიზნად ისახავს თავისუფალი მასმედიის ისე დათრგუნვას, რომ ივანიშვილის ბატონობას მრავალი წელი არავინ შეუშალოს ხელი”
შემდეგი სტატიატაჯიკეთი ავღანეთიდან დევნილების საკუთარ ტერიტორიაზე მიღებას არ გეგმავს