ბოკერია მოუწოდებს მოქალაქეებს, სამოქალაქო ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს, არ აყვნენ ცდუნებას და არ შეუერთდნენ აღნიშნულ პროტესტს

ევროპული საქართველოს თავჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს სრული საფუძველი ჰქონდეს უნდობლობა ივანიშვილის მთავრობის მიმართ ყველაფერში, ბრაზი, რომ ხელისუფლება არ გრძობს ანგარიშვალდებულად თავს მოქალაქეების წინააღმდეგ და ამის გამო ბევრი გულწრფელი მოქალაქე იყოს სხვადასხვა ფორმით პროტესტის ნაწილი.
ბოკერიას თქმით, მიუხედავად ამისა, ნამახვანჰესის წინააღმდეგ არსებული პროტესტის მთავარი გზანილი არის ერთიმხრივ, ბრძოლა უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, კამპანია განხსვავებული ადამიაების წინააღმდეგ და კერძო საკუთრებისა და თავისუფალი ეკონომიკის მიმართ ბრძოლა.
ბოკერია მოუწოდებს მოქალაქეებს, სამოქალაქო ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს, არ აყვნენ ცდუნებას და არ შეუერთდნენ აღნიშნულ პროტესტს, რადგან პროტესტზე გამჟღავნებული გზავნილები არის ქვეყნის უკეთესი მომავლის წინააღმდეგ.
„ჩვენ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს სრული საფუძველი უნდობლობისა ივანიშვილის მთავრობის მიმართ ყველაფერში, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ დიდ პროექტში შეიძლება იყოს გარეული კორუფციული ინტერესი ივანიშვილის რეჟიმის და გარემოცვის. ჩვენ გვაქვს საფუძველი ბრაზის ამ მთავრობის მიმართ, იმის გამო, რომ ისინი არ გრძნობენ საერთოდ ანგარიშვალდებულად თავს ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების წინაშე და მე ვიცი, რომ ამ ყველაფრის გამო ბევრი გულწრფელი მოქალაქე ჩვენი იყო ამ პროტესტის ნაწილი ამ კვირების განმავლობაში სხვადასხვა ფრომით.
მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ პროტესტის მთავარი გზავნილი, სულისკვეთება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად, ეს არის ერთიმხრივ ბრძოლა და კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, უმრალვესობისაგან კამპანია მიუღებლობის და სიძულვილის განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ და, მეორემხრივ, კამპანია კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ, არა კამპანია მთავრობის კორუფციისა ან ზოგადად მთავრობის წინააღმდეგ, სწორედ ზემოთხსენებული გზავნილებია მათი ძირითადი გზავნილები. ვიმეორებ, კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, კამპანია მიუღებლობის და სიძულვილის განსხვავებული ადამიანების მიმართ, უმრავლესობისაგან გასნხვავებულის, და მეორემხრივ, კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ, ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც სჭირდება ჩვენ ქცეყანას, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეს, რომ ჰქონდეს ყველა შანსი საკუთარი შრომით ბედნიერებისაკენ სწრაფვის და რომ ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი, მიუხედვავად ჩვენ შორის განსხვავებებისა, ღირსეულად და თავისუფლად იცხოვრებს. ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი.
ეს არ ეხება ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს, მაგრამ ინიციატივა აქვს სწორედ ამ განწყობილებებს, ეს არის სამწუხარო ფაქტი.მე მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს, მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, რომ აი იცი ხალხი გაბრაზებულია, ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. ეს არ მოიტანს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს, ჩვენ გვჭირდება ამ მთავრობის შეცვლა, თავისუფალი ეკონომიკა, კერძო საკუთრება ჩვენი მოქალაქეებისა და ინვესტორებისათვის, ღირსეული ატმოსფერო ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისათვის და დიახ, ცალკე აღებული, ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენ მტერზე, რუსეთზე, გვქონდეს იაფი ენერგია და განვითარდეს ეკონომიკა. ეს არის რეალობა და არავინ არ უნდა აყვეს ცდუნებას, ამ მომენტში საზოგადოების ნაწილის განწყობილებების გამო, ქვეყნის მომავალი დააყენოს ეჭვის ქვეშ.“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზა შენდება
შემდეგი სტატიარადიო სპექტაკლი „პირველი აქტი“ – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 103 წლის აღსანიშნავად