ბოკერია მიშელის განცხადებაზე: დაგვაკლდა დრამატულობის აღქმა ვითარების, რამდენად სარისკო ვითარება არის საქართველოში

“მე არ მგონია, რომ სრულფასოვნად აღიქვამს პრეზიდენტი მიშელი, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მის გამოსვლაში ზედიპლომატიურ ენაზე, ყველა პრობლემაზე იყო საუბარი, როგორც იმ უმძიმეს ამბებზე, რაც მოხდა ამ ბოლო კვირაში, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმას, აქტივისტებზე თავდასხმას, უმცირესობის უფლებებს, ისიც თქვა, ნუ მიიჩნევთ ამას მეორეხარისხოვან პრობლემად და რომ სასამართლოს საკითხი საკვანძო იქნება ტექნიკური დახმარებისთვის, რაც პოლიტიკური საკითხია და მართლაც მძიმე ამბავია, რომ საქართველო იხილება. დაგვაკლდა დრამატულობის აღქმა ვითარების, რამდენად სარისკო ვითარება არის საქართველოში. ნორმალურობის განცდა საერთო ჯამში, ეს არის მოტყუება თავის, ყველა ჩვენი მოკავშირისთვის და მე ვწუხვარ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თავისი განცხადებებით ამას ხელს უწყობს ძალით, თუ უნებურად.”- ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა 7 ფიზიკურ და 13 იურიდიულ პირზე დაიწყეს
შემდეგი სტატიაუსაფრთხოების სამსახური “შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” შევიდა