ბოკერია: მესამე მოსმენამდე გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს, რაც ქვეყანაში ნორმალურ ვითარებას შექმნის

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება კარგი ფაქტია.

მისივე თქმით, მესამე მოსმენამდე გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს, რაც ქვეყანაში ნორმალურ ვითარებას შექმნის.

„ძალიან კარგი რაღაცა მოხდა. ეს აჩვენებს საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების, საქართველოს მეგობრების მხარდაჭერის ძალას. როცა ივანიშვილს უწევს თავისით იმის გაკეთება, რაც მას არ უნდა და არ უნდოდა, ეს ძალიან კარგია.

ახლა ამას უნდა მოყვეს რურუას გათავისუფლება მესამე მოსმენამდე და მაშინ გვექნება ნორმალური ვითარება. რომელიმე კომპონენტს თუ არ შეასრულებს, ამის ფასს გადაიხდის ივანიშვილი. ჩიხშია ის მომწყვდეული, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ პირველ მოსმენაზე შესვლის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაუმძიმა მას მანევრის შესაძლებლობა. ამიტომ თავისი ხელით აკეთებს იმას, რაც არ უნდოდა. მესამე მოსმენითაც უნდა მიიღოს. იქამდე რურუას თუ გაათავისუფლებს, ეს საერთოდ იქნება მისთვის შვება. ეს მის ინტერესშია. ოღონდ ჩემთვის რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყნის ინტერესშია“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი დოხტურიშვილმა ვარკეთილის მესამე მასივის მცხოვრებლებს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი გააცნო
შემდეგი სტატიავლადიმერ ბორცვაძე- გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით არ იკვეთება