ბოკერია მელაშვილზე თავდასხმაზე: ამ საზიზღრობაზე პასუხისმგებელი ივანიშვილის რეჟიმია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აზერბაიჯანთან დემარკაცია-დელიმიტაციის საბჭოს ყოფილ ექსპერტზე, ივერი მელაშვილზე თავდასხმას.

გიგა ბოკერიას შეფასებით, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ეს ადამიანები, დაქირავებულები თუ გულწრფელად შემცდარები, ნებისმიერ ვარიანტში “ამ საზიზღრობაზე” პასუხისმგებლობა “ქართული ოცნების” გუნდს ეკისრება.

“მე იქ (კადრებში) სასულიერო პირები არ დამინახავს, ჩვეულებრივი მოქალაქეები ვნახე, მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ის ადამიანები, ვინც ფიზიკურად შეაჩერეს და მერე დაემუქრნენ, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ, გულწრფელად შემცდარები თუ დაქირავებულები, ყველა ვარიანტში ამ საზიზღრობაზე და ამ მოგონილ ტყუილზე, რომლის შედეგადაც უდანაშაულო ადამიანები ჯერ ციხეში ჰყავდათ და ახლა სამიზნე გახადეს ასეთი უბინძურესი ბრალდებების სამშობლოს გაყიდვაზე, ამაზე მთლიანად პასუხისმგებელია ივანიშვილის რეჟიმი, დღევანდელი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეს სამარცხვინო, უსინდისო ადამიანები. ისინი ჩვენს ქვეყანას ყოველდღე მიაქანებენ დამატებითი სიძულვილის მორევისკენ, ამიტომ, ძალიან საშიშები არიან ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ვალია, ისინი ჩამოვაშოროთ ძალაუფლების სადავეებს მშვიდობიანი გზით”. – თქვა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: ნიკა მელიას პოლიტიკური დამცირება სურთ
შემდეგი სტატიახვალ „ასტრაზენეკას” ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება