ბოკერია: მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე დემონიზების კამპანია, ეს მარტო ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა დაქირავებულმა პროპუტინურმა ჯგუფებმა შეძლება იკადრონ

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის ფოთის,ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერიას თქმით, ძალიან სამარცხვინოა ივანიშვილის გუნდისა და მისი მედია საშუალებების პროპაგანდა მძევლების პოლიტიკური დემონიზებისათვის.

„პირველ რიგში, ამ კრიზისის ყველა მძევალს, მათ ოჯახებს, მთელ საზოგადოებას, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებს, ვინც ამ ოპერაციითაა დაკავებული, მინდა სწრაფი გათავისუფლება და მშვიდობიანი დასრულება ვუსურვო. ამავე დროს, მინდა ვთქვა, ძალიან სამარცხვინოა, ის რაც ივანიშვილის პროპაგანდის ორგანოებში ვიხილეთ, ანუ ის სიგნალი, რაც ივანიშვილის პროპაგანდამ დაიწყო მისივე დავალებით, სხვა დასკვნის საფუძველი მე არ მაქვს – მძევლების დემონიზება, ეს გაუგონარი ამბავია.

ახლა ზუგდიდში მოხდა ინციდენტი, ამ ხელისუფლების მიერ დაქირავებული პროპუტინური მოძალადე ჯგუფები რომ არიან, გაბედავა თუ ვიღაც, მივარდა იქ, ამ გზავნილით, რომ თურმე, მძევლის მიერ არის პროვოცირებული ეს ყველაფერი, წინა ხელისუფლებაზე საუბრობს, ამ მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე, ეს გაუგონარი ამბავია მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე დემონიზების კამპანია, ეს მარტო ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა სამარცხვინო, ამ დაქირავებულმა, პროპუტინურმა ჯგუფებმა, გაბედავასნაირმა ჯგუფებმა შეძლება იკადრონ…

ასეთი კრიზისის დროს, ბუნებრივია, დისკუსია გაჩნდება იმაზე, რა მდგომარეობა გვაქვს ზოგადად კრიმინალთან მიმართებაში ქვეყანაში და ჩვენ ვიცით, რომ დღითიდღე ივანიშვილის მმართველობის დროს მძიმდებოდა და ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში გველოდება კატასტროფა.

ამ ტიპის კრიზისები დალაგებულ ქვეყანაშიც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბუნებრივია, ასეთ დროს, დისკუსია იმართება იმაზე, როგორია ზოგადად ვითარება ქვეყანაში და ქვეყანაში ვითარებას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება. ასეთ დროს, როცა პროპაგანდას იწყებ იმისთვის, რომ გადაფარო პრობლემა მძევლის წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთხელ იმსახურებს პოლიტიკურ განაჩენს ამ რეჟიმისას და ივანიშვილისას, ესენი უნდა წავიდნენ, ხელისუფლებას მოცილდნენ და ჩვენ უნდა წავიდეთ წინ.

მძევლების აყვანა, წინასაარჩევნო ამბავს ემთხვევა-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი, არანაირი მონაცემი არ გვაქვს, რომ პოლიტიკური მოთხოვნები აქვს ვინმეს მიმართ, ეს არის დამნაშავე, ვინც ეს ჩაიდინა, საზარელი დანაშაულია ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ამ ფორმით. რა თქმა უნდა, დღესაც, გუშინაც და სანამ ეს ხელისუფლებაა, უნდა ვისაუბროთ კი არა, უნდა დავასრულოთ ეს პროცესი ვარდნის, უნდა მოვახდინოთ გარდამტეხი ცვლილებ.“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღებას აპირებს
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი : ახლა მთავარი მძევლების უსაფრთხოებაა, და არა კრიტიკულ მედიაზე შეტევა