ბოკერია: მცირე სასჯელია, მაგრამ გირჩიც და ოცნებაც ერთმანეთთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იმსახურებენ

“მე მგონია, ორივენი იმსახურებენ ამას. მცირე სასჯელია, მაგრამ იმსახურებენ ისინიც და ისინიც ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს ერთმანეთთან”. – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს ლიდერმა“, გიგა ბოკერიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა .
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახო მეგრელიშვილის თქმით, მას ფასილიტატორების იმედი ნაკლებად აქვს და „ქართულ ოცნებასთან“ საუბარის დაწყებას აპირებს.
“ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკს, ქართულ ოცნებას შევუთანხმდი, რომ დავუკავშირდები, რათა მათთან მქონდეს უშუალო ურთიერთობა”. – თქვა მეგრელიშვილმა
„რუსთავი 2“ – ის ეთერში.
გუშინ, 18 მარტს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების მედიატორიბით გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე.

banner
წინა სტატიაშიმურმან დუმბაძე: ბიძინას ტრიუკი, როგორმე ოპოზიცია შეეთრია პარლამენტში – ჩავარდა
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევას იმერეთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა