ბოკერია: მათ სათქმელი არაფერი არ აქვთ იმ კატასტროფის ფონზე, რაც მოუტანეს ქვეყანას, ერთადერთი ინსტრუმენტი სისხლიანი ბანერებია

„ჩვენ ამ ყველაფერს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად, მაგრამ მკტიცედ არჩევნებზე ამ რეჟიმის მშვიდობიანი დასრულებით.“ – ასე ეხმარურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მიერ სისხლიანი ბანერების განთავსებას

„არაფერი ჩემთვის გასაკვირი არ არის, ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, სიძულვილი, ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა ანუ შავ-თეთრად ვითარების წარმოჩენა და ყველა არჩევნების წინ რაღაც საფრთხის დახატვა, იმიტომ რომ მათ სათქმელი არაფერი არ აქვთ იმ კატასტროფის ფონზე, რაც მოუტანეს ქვეყანას, ამიტომ ჩვენ ამ ყველაფერს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად, მაგრამ მკტიცედ არჩევნებზე ამ რეჟიმის მშვიდობიანი დასრულებით. ეგ არის ჩვენი იარაღი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, იმისთვის რომ ამ ქვეყნისთვის საფიხათო ადამიანისგან და მისი გარემოცვისგან დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი.“ – განაცხადა ბოკერიამ

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დავალებით ქუჩებში სისხლიანი ბანერები განათავსეს, რომელზეც სახელისუფლები გუნდის პოლიტიკური ოპონენტები არიან გამოსახულნი.

წინა სტატიაშინიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
შემდეგი სტატიამამა ათინოგენე: მატყუარა კაცის არაფერი ნაბრძანები არ მაინტერესებს