ბოკერია: ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ყველა საკითხი განვიხილეთ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის და მსგავსი მაღალი დონის პოლიტიკური ფიგურების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ეს საქართველოს კრიზისიდან გამოსვლის შანსს აძლევს, – ამის შესახებ ბოკერიამ ოპოზიციისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ყველა საკითხი იქნა განხილული. მინისტრი საქართველოს დიდი ხნის მეგობარია და მისი მხარდაჭერა, როდესაც ევროპარლამენტში იყო, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება. ამისთვის მისი ძალიან მადლიერი ვართ. დღევანდელი კრიზისის შემქმნელი არის ივანიშვილის რეჟიმი და ძალიან მნიშვნელოვანია ამ კალიბრის პოლიტიკური ფიგურების ყურადღება იმიტომ, რომ ეს გვაძლევს შანსს, რომელსაც ქართველი ხალხი გამოიყენებს მძიმე კრიზისიდან ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსასვლელად, ჩვენი მეგობრების დახმარებით, მაგრამ პირველ რიგში, ქართული საზოგადოების რეაქციით.

თქვენ იცით ჩვენი პოზიცია, რომ შეცდომა იყო ამ ფორმით ამ შეთანხმების მიღწევა და ჩვენ ვხედავთ, ეს პრობლემები როგორ ღრმავდება. რაღაც მომენტში ეს ფურცელი უნდა დაიხუროს და ჩვენ ამ არახელსაყრელი ვითარებიდან უნდა გამოვიდეთ ჩვენი მოქალაქეების აქტიურობით იმიტომ, რომ მათ პოლიტიკური პროცესების მიმართ ნდობა უნდა დავუბრუნოთ. ეს იქნება „ევროპული საქართველოს“ ამოცანა საქართველოს საერთაშორისო მეგობრების დახმარებით“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვითხრა, რომ ამ შეთანხმების შესრულება მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაავღანეთში გერმანული პოლიციის მისია დასრულდა