ბოკერია – „ლელოს“ ქმედებები არათანმიმდევრული და ალოგიკურია, რაც მოქალაქეებში და პოლიტიკოსების მიმართ ნიჰილიზმს თესავს

„ლელოს“ ქმედებები ძალიან არათანმიმდევრული და ალოგიკურია, რაც მოქალაქეებში და პოლიტიკოსების მიმართ ნიჰილიზმს თესავს, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, საპარლამენტო ფრაქციის „ლელო” ბოიკოტის დასრულებას და პლენარულ სხდომების მუშაობაში მონაწილეობაში დაბრუნებას.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს ვადამდელი არჩევნების მიღწევა, ლეგიტიმური და მშვიდობიანი ფორმით.

„ისეთი განცხადებებია, რაც მოქალაქეებში ზოგადად პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმარათ, ზოგის მიმართ უსამართლოდ, თუმცა ზოგადად ყველას მიმართ, უნდობლობას თესავს. პარლამენტში ოპოზიციის ნაწილი შევიდა, ვინც თითქოს დოკუმენტს ხელი მოაწერა, რომ საარჩევნო რეფორმა, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა განხორციელებულიყო და რეფერენდუმისთვის მიეღწიათ. თუ მეტყვიან აქედან, რომელი შესრულდა მათი აზრით, რის გამოც თქვეს, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდნენ, მაშინ ჩავთვლი, რომ მე ვცდები და ისინი მართლები არიან. მათი საქციელი, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის სრულიად ოპოზიციაზე ვრცელდება. მთავარი პრობლემა მოქალაქის მოტყუებაა. შენ თვითონ არ გჯერა იმის, რასაც ეუბნები და იმ წამსვე ნათელია, რომ ცრუობ.

თავის დროზე არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდნენ იმ რიგი მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე, მერე ეს არ მოხდა, მაგრამ მაინც იქ რჩებიან, არ ვიცი რა მოსაზრებით. ამის გარდა, მამუკა ხაზარაძემ, ლიდერმა ტაში მოწყვიტა შეკრებილ ადამიანებს, მე გავდივარ პარლამენტიდანო. ეს საქციელი სრულიად არათანმიმდევრული, არალოგიკური და ძალიან ცინიკური დამოკიდებულების მაჩვენებელია მოქალაქეების მიმართ.

თუ ჩვენ გვსურს, რომ რაღაც ამოცანა დავისახოთ, ჩვენთვის „ევროპული საქართველოსთვის“ ეს ამოცანა არსებობს, რომ წნეხი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იყოს ვადამდელი არჩევნების მიღწევისთვის, ლეგიტიმური, მშვიდობიანი ფორმით, როცა ამის შანსი გვექნება. ამას სჭირდება სიცხადე ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, როგორს ჩვენი საზოგადოების ასევე საერთაშორისო მეგობრების წინაშე, რომ არალეგიტიმურად მიგვაჩნია ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშითავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, სტაბილურია მისი მდგომარეობა – ექიმი სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაზალკალიანი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წერილი კიდევ ერთი დასტურია, რომ შეუქცევადი პარტნიორობა, სტრატეგიული თანამშრომლობა თვისობრივად მაღალ დონეზეა