ბოკერია – კობახიძისნაირი თოჯინების განცხადებებზე ვერ ვუპასუხებ

ამ დამოკიდებულებით ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გვაჩვენებენ არა მხოლოდ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებას, არამედ ზოგადად, მოქალაქეების, კანონის უზენაესობის, საზოგადოების მიმართ, რომ პოლიტიკური ამოცანისთვის, იმ მომენტში რაც სჭირდებათ, ყველაფერს იკადრებენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სააკაშვილი იმიტირებულად შიმშილობს და დღეს აპირებს, რომ „ცუდად გახდეს“.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, სააკაშვილისადმი „პოლიტიკური დევნა“ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება მთელი ქვეყნის მომავლისთვის პრობლემა იქნება.

„კობახიძისნაირ თოჯინების ამ ტიპის განცხადებებზე სერიოზულად ვერც ვუპასუხებ. ეს განცხადება რას ეყრდნობა, ამაზე პასუხი არ არსებობს, რას გვაჩვენებს, ამაზე არსებობს პასუხი და ჩემი ამოცანაა, რომ ეს ყველას ესმოდეს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. რა დამოკიდებულებასაც ავლენენ პოლიტიკური დევნით, მსგავსი ტიპის უტიფარი განცხადებებით, როგორიც იყო ღარიბაშვილის განცხადება, რომ თუ პოლიტიკიდან წავიდოდა სააკაშვილი არ დაიჭერდნენ, ასევე მისი ყველანაირი თვალსაზრისით კატასტროფული განცხადებით, რომ თვითმკვლელობის უფლება არსებობს ჩვენს ქვეყანაში, გვაჩვენებენ არა მხოლოდ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებას, არამედ ზოგადად, მოქალაქეების, კანონის უზენაესობის, საზოგადოების მიმართ, რომ პოლიტიკური ამოცანისთვის, იმ მომენტში რაც სჭირდებათ, ყველაფერს იკადრებენ. ასე უტიფარი პოლიტიკური დევნა, მითუმეტეს თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრა, იქნება პრობლემა მთელი ქვეყნის მომავლისთვის, გარდა იმისა, რომ იქნება დამატებითი დაღი ივანიშვილისთვის. მაგრამ ჩვენ ეგ არ გვაღელვებს, გვაღელვებს ის, რა ზიანსაც ეს ყველაფერი დემოკრატიულ ტრადიციებს აყენებს“,- განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია – “საიას” საჩივარი
შემდეგი სტატიასუს-მა გადაწყვიტა დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს ჩამოართვას პირადობები – დეკანოიძე