ბოკერია კობახიძე-გახარიაზე: ჰგონიათ, რომ გაუვათ ერთმანეთზე ასეთი რამის თქმა და გადათქმა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია, მთავარი არხის ეთერში ირაკლი კობახიძის ინერვიუსა და გიორგი გახარიაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, როგორც კობახიძის, ისე გახარიას განცხადებები ტექნიკურად მართალია ერთმანეთზე, თუმცა ეს ადამიანები ცოტა ხნის წინ სრულიად საპირისპიროს საუბრობდნენ ერთმანეთზე, რაც უტიფრობაა იმ ჭაობის, რასაც ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხა ფრთა სთავაზობს საზოგადოებას.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამგვარი საქციელით ეს ადამიანები ახდენენ დემონსტრირებას, რომ ისინი სრულიად პატივს არ სცემენ საზოგადოებას და საკუთარ ნათვქამს ისე გადათქვამენ, როგორც დასჭირდებათ.

„ეს არის საოცარი უტიფრობა ამ ნიაღვარის და ჭაობის, რასაც გვთავაზობს ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა ფრთები და ტექნიკურად სიმართლეს ამბობენ ერთმანეთზე, გახარია ამბობს რომ სისტემური კორუფცია იყო, ეს ასეა და კობახიძე ჰყვება და ციტირებს იმ კრიტიკას და ბრალდებებს, რაც მაგალითად ევროპულ საქართველოს გვქონდა ლეგიტიმურად ამ კაცის, გახარიას მიმართ მთელი მისი კარიერის განმავლობაში, პანკისის სპეცოპერიაცია, აქაური სპეცოპერაცია, შემდეგ 20 ივნისი პირველ რიგში, გავრილოვის ამბები, შემდეგ მართვა კოვიდის ვითარების, ოღონდ ეს ხალხი გუშინწინ სრულიად საპირისპოროს ამბობდნენ ერთმანეთზე და ვითარებაზე.

ეს არის დემონსტრირება იმის, რომ ისინი სრულიად პატივს არ გვცემენ საზოგადოებას, ჰგონიათ რომ გაუვათ ერთმანეთზე ასეთი რამის თქმა და გადათქმა საკუთარი ნათქვამის იმის მიხედვით, თუ ხვალ და ზეგ რა დასჭირდებათ. ამ ყველაფერს ერთად უნდა დავუსვათ წერტილი.“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე: ზაფხულის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ სკოლა უსაფრთხო გახდეს
შემდეგი სტატიაბრიუსელში სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა