ბოკერია – ყველა არჩევნების წინ არის სიძულვილის, ოპონენტების დემონიზების და სამიზნედ ამოღების კამპანია

ყველა არჩევნების წინ არის კამპანია სიძულვილის და ოპონენტების დემონიზების და სამიზნედ ამოღების, მათ შორის ყველაზე უფრო აგრესიული რიტორიკით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ დმანისში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის მთავარი ინსტრუმენტი, რითაც წინასაარჩევნო კლიმატს და ზოგადად პოლიტიკურ კლიმატს ქმნის ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანაში. ყველა არჩევნების წინ არის კამპანია სიძულვილის და ოპონენტების დემონიზების და სამიზნედ ამოღების, მათ შორის ყველაზე უფრო აგრესიული რიტორიკით. ეს არ არის ცალკე აღებული პრობლემა, პრობლემა არის კონტექსტი, რომელშიც ჩვენ ამავე დროს ვხედავთ რეჟიმთან დაახლოებულ, მის მიერ დაქირავებულ, მისი წევრი პირების მიერ დაქირავებულ ადამიანებს, რომლებიც როგორც წესი, არიან ან კრიმინალური სამყაროდან, ან სპორტსმენები, რომლებიც დაკავშირებულები არიან კრიმინალურ სამყაროსთან და მუშაობენ ამ ხელისუფლებისთვის და ვხედავთ, როგორ სჩადიან ძალადობას დაუსჯელად. ჩვენ გვაქვს მთელი გაგრძელება ამ პროცესის, ერთი და იგივე წრიდან ადამიანების, ზოგჯერ ერთი და იგივე ადამიანები არიან ამ ძალადობაში ჩართულები“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიევროპულ სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეებზე დავის პროცედურა დაიწყო
შემდეგი სტატიაყოფილი პოლიციელის საქმის განმხილველი 3 ნაფიცი მსაჯული ავარიაში მოყვა