ბოკერია ხელისუფლებაზე – ქვეყანას დააზიანებენ და თავს დაიღუპავენ

ეს თუ იგივე ნათქვამია, იგივე სიძულვილით სავსე და უპასუხისმგებლო, რაც რამდენიმე დღის წინაც თქვა ამ ადამიანმა, თუ ისინი აი, ამ სულისკვეთებით იმოქმედებენ და ძალისმიერ ნაბიჯებზე წამოვლენ, ამით ქვეყანას დააზიანებენ და თავს დაიღუპავენ, რაც მძიმე დარტყმა იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ ამავე დროს, ხელისუფლების დასასრულის დაჩქარება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება.

საუბარია გაცხადებაზე, სადაც ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი რთ-ერთი პრიორიტეტი იქნება წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციების გადადებას, როგორც ბოკერია განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს საერთაშორისო მეგობრების მოწოდებების საფუძველზე მიიღეს.

„ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ მოუწოდა ოპოზიციურმა სპექტრმა, საქართველოს ყველა სტრატეგიულმა მეგობარმა, ამერიკის სენატმა კონგრესმა, საგარეო კომიტეტების საკვანძო წარმომადგენლებმა, ლიეტუვას საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, დიდი ხნის მეგობარმა პავილიონისმა, რომ ახლა მათი ვალდებულებაა, გადადგან ნაბიჯი დიალოგისკენ, ოღონდ დიალოგისკენ ვადამდელი არჩევნებისკენ სვლის საკითხზე, ნორმალური ვადამდელი არჩევნების, პოლიტდევნის დასრულების ანუ მელიას საკითხის მოხსნის და პოლიტპატიმრების დარჩენილი რვა მარტის შეთანხმების, რურუას გათავისუფლების მიმართულებით, ანუ ნორმალიზაციისკენ, ეს არის ერთადერთი გზა. ყველაფერი დანარჩენი და მით უმეტეს რაიმე სახის ნერვოზული ან შეშინებულის გამო აგრესიული ნაბიჯი, არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული.

აქციების გადადება და მოლაპარაკებები ესეც იყო სწორედ იმ პირდაპირ მოწოდებებზე საპასუხოდ, რაც მოვისმინეთ საქართველოს მეგობრებისგან, შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის საკანონმდებლო ორგანოდან, ვინც ყველაზე დიდი მხარდამჭერია საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიის. შემდეგ ლიეტუვას საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე იყო ამ მისიით ჩამოსული, რომ მძიმე ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს. ეს ნაბიჯი ოპოზიციის სწორედ ამ კონსულტაციების შედეგად იქნა გადადგმული, რათა თუ არსებობს შანსი, რომ ოდნავ მაინც გონს მოვიდეს ჯგუფი, რომელიც შემორჩა ივანიშვილს, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. მწვავე მაგრამ მშვიდობიანი აქციები არის საზოგადოების, მათ შორის ოპოზიციის ლეგიტიმური იარაღი ნებისმიერ დალაგებულ ქვეყანაშიც. 25 თებერვლის აქციის გადადება მხოლოდ ამ კონტექსტის გამო მოხდა. ვიცით, რა ნერვოზული რეაქცია აქვთ მათ, როდესაც ასეთ დასუსტებულ მდგომარეობაში არიან. გახარიას ნაბიჯის და თავად მათივე ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან იმის დადასტურების შემდეგ, როგორ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას ახორციელებდნენ მელიას წინააღნდეგ, ამიტომ ამ შანსს აძლევს ვითარება ოპოზიციას ჩვენი საქართველოს სტრატეგიული მეგობრების რჩევით და მათთან კონსულტაციით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – ტერიტორიების ოკუპაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ტკივილია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ნიკა მელია არის კრიმინალი