ბოკერია: კერძო საკუთრების ნაცვლად, მთავრობას აქვს ამხელა ქონება ხელში და მანიპულირებს

“ის, რასაც დღეს ვხედავთ აქ, არის შედეგი და გაგრძელება ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო პოლიტიკის, როცა არ არსებობს კანონის უზენაესობა, დაპირებები როცა კეთდება, რომ თქვენია ეს მიწა, ეს ნიშნავს გადაგდებას და თან წახალისებას ადამიანების, რომ ასე მოიქცნენ, როცა ამდენი წელი აშენებდნენ ეს ადამიანები ამას და უბრალოდ სხვადასხვა ამოცანებისათვის აქამდე კი არ გაარკვიეს ვითარება, არამედ დღევანდელ ძალადობამდე მიიყვანეს და კერძო საკუთრების მაგივრად, მთავრობას აქვს ხელში ამხელა ქონება და მანიპულირებს შემდეგ ადამიანების ბედით და ვიმეორებ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და გვაქვს მტკიცებულებები, რომ ამ ხალხს პირდაპირ დაპირდნენ და კონტრაქტი დაუგდეს, რომ მათი მიწა იყო, რათა მხარდაჭერა მოეპოვებინათ. ეს ყველაფერი, ეს ცინიზმი, სიცრუე, გადაგდება და კანონის უზენაესობის აბუჩად აგდება ყველა ეტაპზე, არის ივანიშვილის რეჟიმის სამარკო ნიშანი… ”- ამბობს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აფრიკის დასახლებაში დემონტაჟის პროცესზე, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით სრულდება.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევას ხაშურში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი
შემდეგი სტატიათბილისის მერის განცხადება