ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმის პირობებში აბსოლიტურად ლოგიკურია, რომ ამ ადამიანებს, ამ სამარცხვინო ფორმით, სამიზნედ ჰყავთ ამორჩეული სახალხო დამცველი, რომელიც თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს

„ივანიშვილმა კობახიძესა და ღარიბაშვილის პოლიტიკური ტონალობის გამხმოვანებლობის გარდა მიანიჭა ფუნქცია, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე თუ საით წავა ქვეყანა, ამაზე მძიმე დიაგნოზი რა შეიძლება იყოს.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ღარიბაშვილისა და კობახიძის მიერ გაკეთებულ სახალხო დამცველზე გაკეთებულ განცხადებებს.

„კობახიძე და ღარიბაშვილი ყველა ეტაპზე, ყველაზე უფრო სამარცხვინო ნაწილი იყვნენ ამ ზოგადად სამარცხვინო ივანიშვილის გარემოცვისა და ახლა ეს ადამიანები არიან განმსაზღვრელი არა მარტო პოლიტიკური ტონალობისა, იმიტომ რომ მათ მიანიჭა ეს ფუნქცია ივანიშვილმა, არამედ იმაზეც საერთოდ ქვეყანა სად წავა, ამაზე მძიმე დიაგნოზი რა შეიძლება იყოს. ის რომ ამ ადამიანებს, ამ სამარცხვინო ფორმით სამიზნედ ჰყავთ ამორჩეული სახალხო დამცველი, იმის გამო რომ ეს ადამიანი თავის მოვალეობას ასრულებს, აბსოლიტურად ლოგიკურია ასეთი რეჟიმის პირობებში.“ – განაცხადა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებთან დაკავშირებული რეფორმისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შესაძლოა, სპეციალური კომისია შეიქმნას
შემდეგი სტატია„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას „ქართული ოცნების“ მხრიდან გადაბირების მცდელობას უკავშირებენ