ბოკერია – ივანიშვილი ყველაფერზეა წამსვლელია საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად

მაია კაციტაძე ჩემთვის მაგალითია იმისა, რომ ის არ ეგუება ნიჰილიზმს, რაც დათესა ივანიშვილის რეჟიმმა, წარმატებულია მის სფეროში, აქ არის და მზადაა იბრძოლოს ამ სიტუაციის შესაცვლელად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ამბროლაურში მერობის კანდიდატის მაია კაციტაძის და ლენტეხში, ონსა და ცაგერში მერობის, მაჟორიტარობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

„ისეთ ადგილას შევიკრიბეთ, ბუნებრივია, მოგვინდეს საუბარი იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი, რომ ადამიანებს შემოსავალი და დოვლათი გაუჩნდეთ, საკუთარი შრომით ნორმალური ცხოვრების მიღწევის შანსი ჰქონდეთ. სამწუხაროდ, ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, როცა ცალკეულ პრობლემაზე, ან რეგიონზე საუბარი არ გამოდის ადეკვატური. თუ გვინდა, რომ ადამიანებს საკუთარი შრომით დოვლათის შექმნა შეეძლოთ, ქვეყანა, პირველ რიგში, ფეხზე უნდა იდგეს. ივანიშვილის რეჟიმი იყენებს საბჭოთა მორალს, რომ მხოლოდ “თავისიანებს” მიხედოს, ასე ქვეყანა არ შენდება, თუ ადამიანი თანამდებობაზე იმიტომ მოდის, რომ “თავისიანებს” მიხედოს, ე.ი. მისთვის ყველა სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

ბევრი სხვა პრობლემაა გარდა უბრალოდ კორუფცია და ნეპოტიზმი. ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელია საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მათ შორის, ქვეყნის უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს შეუქმნის საფრთხეს, თუ მის ძალაუფლების შენარჩუნება დასჭირდა.

მაია კაციტაძე ჩემთვის მაგალითია იმისა, რომ ის არ ეგუება ნიჰილიზმს, რაც დათესა ივანიშვილის რეჟიმმა. წარმატებულია მის სფეროში, აქ არის და მზადაა იბრძოლოს ამ სიტუაციის შესაცვლელად, თითოეული მოქალაქის ჩართულობა არჩევნებში იქნება უმნიშვნელოვანესი შეტანილი წვლილი ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. მე ძალიან არ მომწონს, რომ მოქალაქეებს უყურებენ, როგორც მაყურებლებს და დღევანდელ სიტუაციას აბრალებენ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს. მინდა გთხოვოთ თქვენ, ვიცი, რომ ამ განწყობაზე ხართ, ყველა კომუნიკაციაში აუხსნათ მოქალაქეებს, რომ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა არ გადაბრალდება სხვას, არჩევნებში მონაწილეობა ყველა მოქალაქის ვალია“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიკატეგორიულად მიუღებელია – გახარია “მთავარი არხის” ოპერატორზე თავდასხმას ეხმაურება
შემდეგი სტატია“ოცნების” მესვეურებმა სასიკვდილოდ გაწირეს – უგულავა “მთავარის” ოპერატორზე