ბოკერია გავრილოვზე-“ისევ შემოუშვებდით იმ ხალხს ქვეყანაში?”

“ერთი კონკრეტული კითხვა მაქვს, ჩემმა კოლეგამ, ბატონმა კახიძემ უკვე ისაუბრა იმ სამარცხვინო ამბავზე, რომ თქვენ არც კი ახსენეთ 20 ივნისი. ბევრი ისაუბრეთ ქვეყნის შიგნით სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე და ეს საერთოდ არც გიხსენებიათ. არ ვიცი როგორ მიეცით საკუთარ თავს ამის უფლება.

მე მაქვს კონკრეტული კითხვა და არ ვიცი, იმედი უნდა მქონდეს თუ არა კონკრეტული პასუხის.

ხვალ რომ მოვიდეს თქვენთან უბადლო რაინდი კობახიძე და გითხრათ, რომ უნდა ჩაატარონ მართმადიდებლური ასამბლეის შეხვედრა თბილისში, შემოუშვებთ იმ ხალხს ისევ, თუ არ შემოუშვებთ ქვეყანაში? ”-მიმართა “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა გიგა ბოკერიამ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია პრემიერს-თქვენგან არ გამკვირვებია, რომ არ გიხსენებიათ 20 ივნისი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – დღეის მდგომარეობით, განხორციელდა 772 დევნილი ოჯახის განსახლება და მიმდინარეობს 2 265 ბინის მშენებლობა