ბოკერია: ეს არის ქართველი ხალხის დაშინებისა და მოსყიდვის კომბინაცია

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა.

დღეს, 6 აგვისტოს, პრემიერმინისტრმა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ 80 000 თვითდასაქმებული, რომლებმაც მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, დახმარებას მიიღებს. პრემიერი ამტკიცებს, რომ დაანონსებული დახმარება არჩევნებს არ უკავშირდება და, მისივე სიტყვებით, მათი გაცემის დაანონსება იჩქარეს, არჩევნებს რომ არ დაკავშირებოდა.

“ეს არის დაშინებისა და მოსყიდვის კომბინაცია. ეს არის ის, რასაც ივანიშვილი ქართველ ხალხს სთავაზობს თავის “კლოუნებთან” ერთად და რაზეც უარს მიიღებს. თუ თავისუფალ ნებას გამოხატავთ, დაისჯებით ან ძალადობით ან დაშინებით ან გარკვეული კეთილდღეობის მოკლებით, თუ არადა ასე გადმოგიგდებთ მოსყიდვის გზით, ასე დამამცირებლად “დახმარებას”. რა თქმა უნდა, ეს დემოკრატიული პროცესისთვის უაღრესად საზიანოა და ქვეყანას საფრთხეს უქმნის”.- ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, ამით არჩევნების ბედი არ გადაწყდება, რადგან “ქართველი ხალხის ნებას ვერ მოისყიდიან”.

“ეს არის ჩვენი მოქალაქეების, საზოგადოების დამცირება და დემოკრატიული ტრადიციის დაზიანება. იმიტომ რომ აი ეს მოდელი აქვთ, გახარიას დღევანდელი განცხადება რომ გავიხსენოთ, გადასახადებს კი არ დაგიწევთ, თქვენი შრომით მოპოვებულ ფულს რომ გართმევთ და მერე ვფლანგავთ, არა იმ ფულს ისევ წაგართმევთ, უფრო მეტსაც და ასე გადმოგიგდებთ არჩევნების წინ რომ ჩვენ დაგვიჭიროთ მხარი. ეს არის ის კონსტურცია რასაც ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ და ევროპული საქართველოს ხედვა სწორედ ეს არის, ჩვენ გვინდა რომ ფული დავუტოვოთ ხალხს გადასახადების დაწევით. ბიუროკრატია შევამციროთ და ხალხს შანსი ჰქონდეს რომ ფული თავისი შრომით მოიპოვოს და ეს მოდელი არის დამამცირებელი, არაანგარიშვალდებული ოლიგარქის მხრიდან რომელიც ერთობა ჩვენი ქვეყნის ბედით. აი ამ მოდელის ნაწილია ეს მოსყიდვის მცდელობაც”.- ამბობს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიფურცელზე ტექსტი – “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის
შემდეგი სტატიათბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ახალი გამოცემა და ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა