ბოკერია NDI-ის კვლევაზე: ხელისუფლებისთვის ეს არის პოლიტიკური განაჩენი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 11, 2016 18:40

ბოკერია NDI-ის კვლევაზე: ხელისუფლებისთვის ეს არის პოლიტიკური განაჩენი

მართველი კოალიცია ბოლომდე არ ენდობა ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს, თუმცა ქართული ოცნების წევრი დეპუტატები აღიარებენ, რომ ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში მართლაც არსებობს.

პარლამენტარები, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან, პირველ შეფასებებს აკეთებენ დღეს გახმაურებულ მონაცემებზე. მათი დამოკიდებულებები განსხვავებულია ეკონომიკაზე საუბრისას და გარკვეულწილად ემთხვევა ერთმანეთს ევროინტეგრაციის პროცესის შეფასებისას.

““NDI-ის კვლევა, როგორც ყოველთვის, ასახავს იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმმა, მისმა პოლიტიკურმა მარიონეტებმა და თვითონ ივანიშვილმა პირველ რიგში. ისტორიულად დაბალი ციფრებია ქვეყნის მომავლის რწმენის, ისტორიულად დაბალი ციფრებია იმ ადამიანების, ვინც თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, გაზრდილია სიღარიბე, ფასების ზრდა, უმუშევრობა. ეს ყველაფერი ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, არის ისტორიულად კატასტროფული მონაცემები, ისტორიულად კატასტროფულია რეალობა ჩვენი ქვეყნის და ამიტომაა სწორედ საკვანძო, რომ ის ხალხი, ვინც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, ოქტომბერში არჩევნების გზით ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და დავიწყოთ ქვეყნის გამოყვანა ამ ვითარებიდან, რომელშიც თვითონ ივანიშვილმა შეიყვანა ის. არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ეს არის პოლიტიკური განაჩენი, აბსოლუტურად დამსახურებული განაჩენი და ეს განაჩენი პოლიტიკურად, არჩევნების გზით და მშვიდობიანად სისრულეში უნდა იქნეს მოყვანილი ოქტომბრის არჩევნებზე. ”- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 11, 2016 18:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,450
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics