ბოკერია ელისაშვილი-ხვიჩიას ინიციატივაზე: ეს იქცევა კამპანიად ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილისა და პარტია გირჩის ლიდერების ინიციატივა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ახალ პირობებზე, “იქცევა კამპანიად ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ”.

“მოკლედ რომ ვთქვა, ამ ამბავს სერიოზულად არ განვიხილავ, ბატონ [ალეკო] ელისაშვილს ოპოზიციის ნაწილად, პოლიტიკურად არ განვიხილავ. ვწუხვარ, რომ “გირჩი 2″-ის ხალხი აყვა მას გაუგებურ სიმულაციაში. რეალურად, ეს იქცევა კამპანიად ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ.

ვიღაც გვეუბნება, რომ მთავრობის ნაცვლად დაგველაპარაკება, ან არ დაგველაპარაკება იმაზე, როგორ უნდა მოიხსნას ბოიკოტი, ესეც ცუდი დიაგნოზია, ჩემი აზრით”, – ამბობს გიგა ბოკერია და განმარტავს, რომ რიგგარეშე არჩევნები ან პირდაპირ უნდა დაინიშნოს, ან პლებისციტის გზით, მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი.

banner
წინა სტატიაში„პატარა სიცრუე დიდ ტყუილს შობს-ანანიაშვილს შევუთანხმდი, რომ ის რუსი ბალერინა იქნებოდა”
შემდეგი სტატიასარჯველაძე “გირჩის” შეთავაზებაზე: ამაზე შეთავაზება გაკეთდა საგამოძიებო კომისიის სახით